„არავის ეგონოს, რომ ჩვეულებრივი წინასაახალწლო „შოპინგი“ იქნება“
21/12/2020 13:30:11 საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას თქმით, თუ შეზღუდვები შემსუბუქდება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო „შოპინგი“.
თურნავა იმასაც ამბობს, რომ საკითხზე ჯერ ისევ მიმდინარეობს მსჯელობა.
"უნდა მივიღოთ დაბალანდებული გადაწყვეტილება. რისკები საკმაოდ მაღალია, ამიტომ, ჩვენ დამატებითი დრო დაგვჭირდება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია, არავის ეგონოს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო „შოპინგი“: თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება, ეს იქნება, ძალიან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით", - განმარტავს ნათია თურნავა.
მთავრობა ბიზნესს 24 დეკემბრისთვის ერთი კვირით მუშაობის განახლებას დაჰპირდა, თუმცა როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგები გახსნას მხარს არ უჭერენ. გადაწყვეტილება სავარაუდოდ, 22 დეკემბერს გახდება ცნობილი.


