Accentnews.ge
ადვოკატი – ცოტნე გამსახურდიაზე: „ფაქტობრივად, ცხოვრებას ახლიდან სწავლობს“

ადვოკატი – ცოტნე გამსახურდიაზე: „ფაქტობრივად, ცხოვრებას ახლიდან სწავლობს“

21/12/2020 13:35:01 საზოგადოება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი – ცოტნე გამსახურდია ინტენსიურ სარეაბილიტაციო კურსს გერმანიაში გადის,– ამის შესახებ 21 დეკემბერს გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, პაციენტი სადღესოდ „სრულიად კონტაქტური, ადეკვატურია და სრულად აღიქვამს კომუნიკაციას“.

„ამ ეტაპზე ის შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით და ჟესტების ენით. ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, სიარულს და ლაპარაკს“, - ამბობს ადვოკატი.

ამირან გიგუაშვილის თქმით, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის პროცესში გამოიყენება ყოველგვარი ინოვაციური პროცედურა და ექიმები პროგნოზირებენ, რომ გამსახურდიას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება, რათა „გარკვეული ეფექტი იყოს“.

ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს, რის შემდეგაც ის კომაში იყო. მას მკურნალობდნენ ჯერ თბილისის, შემდეგ თურქეთის კლინიკებში, 13 ივლისიდან ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს. მისი მკურნალობის ხარჯებს ფონდი „ქართუ“ ანაზღაურებს. გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის 2 კაცს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S