Accentnews.ge
ცერცვაძე: "იდეალური იქნებოდა, შეზღუდვები არ მოხსნილიყო"

ცერცვაძე: "იდეალური იქნებოდა, შეზღუდვები არ მოხსნილიყო"

21/12/2020 12:45:32 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იდეალური იქნებოდა, მოქმედი შეზღუდვები არ გაუქმებულიყო.

"იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო იმიტომ, რომ ამ გზით წავიდა ინგლისი, რომელსაც ახლა უჭირს, ამ გზით წავიდა გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, რომლებმაც კი არ მოხსნეს, გაამკაცრეს საშობაოდ და საახალწლოდ. ღონისძიებები იმ დონეზე გაამკაცრეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთი სტუმარი შეიძლება ჰყავდეთ საშობაოდ, გერმანიაში - 5 სტუმარი.

საზოგადოების დაკვეთა არის ასეთი. ისინი მდიდარი ქვეყნები არიან ძალიან და ის ეკონომიკის რეცესია, რაც ამას თან სდევს ლოქდაუნებს, მათთვის უფრო იოლად გადასატანი იქნება, ხოლო ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისთვის ძალიან ძნელი გადასატანია", - ამბობს ცერცვაძემ.

მთავრობა დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 24 დეკემბერს გეგმავდა, თუმცა საკითხი დაზუსტებული არ არის. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, მსჯელობა დღესაც გაგრძელდება. თავად დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო შემსუბუქებას მხარს არ უჭერენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S