Accentnews.ge
BBC - კორონავირუსის ახალ სახეობას, რომელიც ამ დროისთვის ბრიტანეთში ვრცელდება, უჩველოდ ბევრი მუტაცია აქვს

BBC - კორონავირუსის ახალ სახეობას, რომელიც ამ დროისთვის ბრიტანეთში ვრცელდება, უჩველოდ ბევრი მუტაცია აქვს

21/12/2020 11:09:07 საზოგადოება

კორონავირუსის ახალ სახეობას, რომელიც ამ დროისთვის ბრიტანეთში ვრცელდება, უჩველოდ ბევრი მუტაცია აქვს, - იუწყება BBC ვირუსოლოგ პროფესორ ვენდი ბარკლაიზე დაყრდნობით.

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა პროფესორმა ბარკლაიმ განაცხადა, რომ ჩვეულებრივი ვირუსები ერთმანეთისგან ერთი ან ორი ცვლილებით განსხვავდებიან, მაგრამ ახალ შტამს ერთდროულად 22 მუტაცია აქვს".

„ეს არის ერთგვარი საგანგაშო ზარი, მაგრამ ბიოლოგიურად შესაძლებელია, რომ ვირუსმა შესაძლოა, შეცვალოს მისი ქცევა ამ მუტაციების გამო“,- აღნიშნა ვენდი ბარკლაიმ.

"ახლა მნიშვნელოვანია, გავიგოთ კიდევ არის თუ არა ეფექტური კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსის ამ ახალი სახეობების წინააღმდეგ", – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S