Accentnews.ge
რუსეთიდან მომავალი საფრთხის გამო შვედეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას იწყებს

რუსეთიდან მომავალი საფრთხის გამო შვედეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას იწყებს

21/12/2020 10:20:15 მსოფლიო

შვედეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას იწყებს. მიზეზად ბალტიის ზღვაში, ატლანტიკის ჩრდილოეთსა და არქტიკაში რუსეთის სამხედრო აქტივობა სახელდება.

"რუსეთი ატარებს უფრო კომპლექსურ წვრთნებს. მურმანსკში არის დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზა არქტიკული ბრიგადის შემადგენლობით. მიმდინარეობს წვრთნები და ოპერაციები ატლანტიკის ჩრდილოეთში. კრემლის მიზანია აშშ-სა და ევროპას შორის ალიანსის გაწყვეტა, ასევე ტრანსატლანტიკური კავშირების განადგურება. აღნიშნულის საპასუხოდ მომდევნო ოთხ წელიწადში შვედეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედროების რაოდენობა 60 000-დან 90 000-მდე, ყოველწლიური თავდაცვით ხარჯები კი 40%–ით, 7.2 მილიარდ ევრომდე გაიზრდება", – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულტქვისტმა.

.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S