Accentnews.ge
რომელი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას ვარაუდობს ცერცვაძე

რომელი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას ვარაუდობს ცერცვაძე

21/12/2020 09:49:02 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართველო Moderna-ს ან AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებს, ვინაიდან, მისი თქმით, "მათი შენახვა უფრო შესაძლებელია რესურსებიდან გამომდინარე".

"მე მგონია, Pfizer/BioNTech–ის ვაქცინას ჩვენები არ აიღებენ. ეს პრეპარატი ძალიან კარგია, მაგრამ -80 გრადუსზე უნდა ინახებოდეს. ამის საშუალება მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას აქვს. საქართველოში გვაქვს -80°-იანი მაცივრები, მაგრამ სულ ერთეულები, მაგალითად, ჩემს სამსახურში ორი დგას. მასიურად, განსაკუთრებით რაიონებში -80°-იანი მაცივრები არ არის. Pfizer/BioNTech ნაკლებად სასურველია ჩვენთვის, უფრო Moderna, მას -20 გრადუსიანი მაცივარი სჭირდება, ან ყველაზე კარგია AstraZeneca, მას ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახავენ და ეფექტი იგივეა", - განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

საქართველოში ვაქცინაცია სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყება.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 209 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 184 668 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2140 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S