„ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამი მოხვდეს“
21/12/2020 10:00:53 საზოგადოება
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში შეზღუდვების მოხსნის წინააღმდეგია.
„ღმერთმა დაგვიფაროს, კორონავირუსის ბრიტანული შტამი მოხვდეს საქართველოში: საერთოდ ვერ გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა. ახლა მთავარია, ვიყოთ ფრთხილად, არ ავყვეთ ილუზიას, რომ ყველაფერი კარგადაა, ქვეყანა არ უნდა გაიხსნას: კიდევ გვინდა ცოტა დრო, რომ მაჩვენებლები დავწიოთ და გვჭირდება დაბალ ფასში კარგი ხარისხსის სამედიცინო პირბადეები – სხვა გამოსავალი არ გვაქვს“,– განაცხადა ფხაკაძემ.
ცნობისთვის: ევროპის რიგმა ქვეყნებმა ბრიტანეთში მიმოსვლა შეაჩერეს, საქართველომ კი ბრიტანეთში ნამყოფ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინი დაუწესა.
რაც შეეხება ახალ შტამს, როგორც განაიმარტა, ის წინამორბედზე 70%–ით სწრაფად ვრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე არაა დადასტურებული, რომ უფრო საშიშია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 5 000 იდან მნიშვნელოვნად იკლო და 1000–ს ჩამოცდა, თუმცა მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი: საქართველოში ყოველდღიურად 30–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული იღუპება. ჯამში ვირუსმა 2 140 ადამიანი იმსხვერპლა.


