Accentnews.ge
„ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი–დღე მძიმდება“

„ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი–დღე მძიმდება“

21/12/2020 09:54:04 საზოგადოება

სოფელ ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, თუმცა ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებს, ცხინვალში კი ადექვატური დახმარება არ აღმოუჩენიათ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვანიშვილს პნევმონია აქვს, ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი–დღე უარესდება.

„წითელი ჯვარი უნდა შევიდეს, გამოიყვანოს და მოათავსონ კლინიკაში. მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ამოიღონ ხმა! მხოლოდ საჭმელის მიტანა, რომ ადამიანმა ფეხზე წამოდგომა და კვებაც ვერ მოახერხოს და მოკვდეს, არ კმარა, დახმარებაა საჭირო ადამიანისთვის, რომელიც მართლა არ ჩაბარდა ცხინვალს“,– ამბობს ადგილობრივი ლუდა სალია.

ცნობისთვის: ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ვანიშვილს მეზობლებისგან მავთულხლართები ჰყოფს. ვანიშვილი ცნობილია საქართველოს სამთავრობო უწყებებისთვისაც: მავთულხლართებით გაყოფილი მოსახლეობის მდგომარეობის სიმძიმის საჩვენებლად საქართველოში სტუმრად მყოფი უცხოელი დიპლომატები თუ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები სწორედ ვანიშვილთან მიჰყვათ ხოლმე „სტუმრად“.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ვანიშვილის შვილიშვილმა ცხინვალს ე.წ. მოქალაქეობა სთხოვა. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, აღნიშნული სწორედ ბაბუამისის ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული, რადგან ვანიშვილს დამხმარე არ ჰყავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S