გერმანიის ეთიკის საბჭოს წევრი ექიმი: "ვინც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს იტყვის, ისინი რეანიმაციაში არ უნდა მიიღონ"
21/12/2020 07:10:43 მსოფლიო
გერმანიის ეთიკის საბჭოს წევრი ექიმი ვოლფრამ ჰენნი მიიჩნევს, რომ იმ მოქალაქეს, რომელიც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს იტყვის, რეანიმაციაში მკურნალობის კურსის გავლაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს.
"ადამიანი, რომელიც უარს აცხადებს ვაქცინის გაკეთებაზე, კორონავირუსით ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში გადაუდებელი მკურნალობის გარეშე უნდა დარჩეს. მას ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებასა და სხვა გადაუდებელ ჩარევაზე უარი უნდა ეთქვას. ასეთმა ადამიანმა, თან უნდა ატაროს დოკუმენტი შემდეგი ტექსტით: "მე არ მსურს აცრა! თუ ავად გახდები, მსურს, ჩემი ინტენსიური თერაპიის საწოლი და ვენტილატორი სხვებს დავუთმო". მართალია, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა შეძლებისდაგვარად დაჩქარებულ დროში დამტკიცდა, თუმცა ეს არ განხორციელებულა უსაფრთხოების ხარჯზე. უნდა მივენდოთ იმ მეცნიერებს, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან", – განაცხადა გერმანიის ეთიკის საბჭოს წევრმა.
კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გერმანიას ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. დახურულია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. 16 დეკემბრიდან ქვეყნის მაშტაბით დაიხურა სკოლები. დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. შეზღუდვები 10 იანვრამდე იქნება ძალაში.რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს.
გამკაცრებული ზომები შობის დღესასწაულზე მცირედით შემსუბუქდება და თითოეულ ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა, ოთხ ახლობელს უმასპინძლოს.
რაც შეეხება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების პროცესს, გერმანია Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით მოსახელობის აცრას დეკემბერის ბოლო კვირიდან გეგმავს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, გერმანიაში კოვიდ-ინფიცირების 1 500 000–ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 26 764 პაციენტი გარდაიცვალა.


