ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დღეს საჯაროდ გაიკეთებს
21/12/2020 05:56:46 მსოფლიო
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდნეი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დღეს გაიკეთებს.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ბიუროს ხელმძღვანელი სტივ ჰერმანი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ბაიდენი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას პრესის წარმომადგენლების თანდასწრებით გაიკეთებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. გასული კვირის პარასკევს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.


