თურქეთი გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს წყვეტს
21/12/2020 05:23:22 მსოფლიო
თურქეთი გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს დროებით წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მიზეზად კორონავირუსის ახალი შტამი სახელდება.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩამი აცხადებს, გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტისა და ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კოორდინაციის შედეგად მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დიდი ბრიტანეთიდან ფრენები უკვე აკრძალა.


