საფრანგეთი მომდევნო 48 საათის განმავლობაში ბრიტანეთიდან ჩასული მგზავრების ქვეყანაში შესვლას კრძალავს
20/12/2020 19:28:40 მსოფლიო
საფრანგეთი მომდევნო 48 საათის განმავლობაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასული მგზავრების ქვეყანაში შესვლას კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, შეზღუდვები ეხება ყველა სახის ტრანსპორტს. მათ შორის არის საჰაერო, საზღვაო თუ სარკინიგზო ტრანსპორტი.
დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო, ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე აკრძალა.


