კორონავირუსის ახალი სახეობის გამო დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა რიგმა ქვეყნებმა შეაჩერეს
20/12/2020 16:00:42 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო ბელგიამ ბრიტანეთთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა,– იუწყება „ევრონიუსი“.
ფრენების გარდა, ბელგიამ ბრიტანეთთან სარკინიგზო მიმოსვლაც აკრძალა.
მანამდე, ბრიტანეთთან მიმოსვლა შეაჩერა ნიდერლანდებმა.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ნიდერლანდებში დეკემბრის დასაწყისში „კოვიდ-19“-ის ის სახეობა დაფიქსირდა, რომელიც ახლა დიდი ბრიტანეთში ვრცელდება.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რიუტეს განცხადებით, მთავრობამ ბრიტანეთთან მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება ახალი ტიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლის შეჩერებას განიხილავენ გერმანიასა და საფრანგეთშიც.
იხილეთ ასევე: გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს


