საქართველოში 26 077 კოვიდ–ინფიცირებულიდან 6 654 კლინიკაში მკურნალობს
20/12/2020 08:15:17 საზოგადოება
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 208 638-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 180 441-მდე.
„ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ თბილისზე მოდის. კერძოდ, ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა,
აჭარა – 142,
იმერეთი – 255,
ქვემო ქართლი – 140,
შიდა ქართლი – 133,
გურია – 25,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122,
კახეთი – 80,
მცხეთა-მთიანეთი – 33,
სამცხე-ჯავახეთი – 23,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 ადამიანი.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი,


