საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა
20/12/2020 07:58:53 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 599 პირი.


