იტალიამ შობა–ახალი წლის პერიოდში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა
19/12/2020 07:46:20 მსოფლიო
იტალიამ შობა–ახალი წლის პერიოდში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.
ქვეყნის პრემიერ–მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, მკაცრი შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 7 იანვრამდე პერიოდში იმოქმედებს. ამ პერიოდის განმავლობაში:
- დაიხურება სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და ბარები.
- 22:00-დან 05:00 საათამდე "კომენდანტის საათი" იქნება ძალაში.
- მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა საგანგებო შემთხვევებში შეეძლებათ.
- შობა–ახალი წლის პერიოდში დაშვებული იქნება ოჯახში ორი სტუმრის (სტუმარი არ უნდა იყოს 14 წლამდე ასაკის პირი) მიღება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები შემსუბიქდება 28, 29, 30 დეკემბერს და 4 იანვარს. კერძოდ, ამ პერიოდში:
- მაღაზიები საღამოს 9 საათამდე იქნება ღია;
- მოსახლეობას სახლიდან გამოსვლა თავისუფლად შეეძლება;
რაც შეეხება საეკლესიო მსახურებას, აღნიშნულზე დასწრების უფლება მრევლს საღამოს 10 საათამდე აქვს.
კონტეს განცხადებით, შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში ვირუსით ინფიცირების 1.92 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 67 894 პაციენტი გარდაიცვალა. იტალია ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლის მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.


