Accentnews.ge
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

19/12/2020 07:31:52 საზოგადოება

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მსგავსად, Moderna-ს ვაქცინაც მოწინავე mRNA ტექნოლოგიით (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) არის დამზადებული. ორივე ვაქცინა ორ დოზას მოითხოვს.

COVID-19-ისგან დაცვის ეფექტიანობა ორივეს შემთხვევაში 95%–ია, გაცილებით მაღალი, ვიდრე პროგნოზირებდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ კლინიკური ცდების დროს არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენები.

აშშ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა, პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელიც Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა.

აშშ-ის მასშტაბით შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინის 5.9 მილიონი დოზის განაწილება მოხდება. წლის ბოლომდე კი კომპანია აშშ-ის მთავრობას 20 მილიონამდე დოზას მიაწვდის. Moderna-ში აცხადებენ, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100-125 მილიონი დოზის განაწილება მოხდება, აქედან 85-100 მილიონი შეერთებული შტატებისთვისაა გათვალისწინებული.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 76 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 76 037 327 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 681 629 ადამიანი იმსხვერპლა. 53 304 349 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 206 907 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 175 842 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2055 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S