ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
19/12/2020 07:02:09 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა .
კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი.
სულ გაკეთდა 18 824 ტესტი, მათ შორის 9 506 ანტიგენის სწრაფი და 9 318 PCR ტესტი.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 206 907 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 175 842 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2055 გარდაიცვალა.


