Accentnews.ge
ნავალნის თანმხლები სპეცაგენტების ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელი ქიმიური იარაღის სპეციალისტი აღმოჩნდა

ნავალნის თანმხლები სპეცაგენტების ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელი ქიმიური იარაღის სპეციალისტი აღმოჩნდა

18/12/2020 15:30:23 მსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელთა იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მეთვლყურეობდა, სამხედრო მედიკოსი აღმოჩნდა საბრძოლო მომწამლველი ნივთიერებების სპეციალიზებით, - იუწყება გამოცემა “მედუზა” და იქვე დასძენს, რომ სტანისლავ მაკშაკოვის სპეციალიზაცია ახლოსაა იმ საწამლავებთან, რომელთაგან ერთ-ერთით შესაძლოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოეწამლათ.

სწორედ მაკშაკოვს ასახელებენ ნავალნის მოწამლვასთან სავარაუდო კავშირში მყოფი სპეცაგენტების ჯგუფის ხელმძღვანელად Bellingcat-ის, The Insider-ის, CNN-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი გამოძიების შედეგების ამსახველი მოხსენების ავტორები.

მათივე ინფორმაციით, ნავალნის მეთვალყურე ჯგუფი მოწამლვის დღეს მაკშაკოვს რამდენჯერმე ურეკავდა, თავად მას კი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ორ გენერალთან ჰქონდა კონტაქტი.

ირკვევა, რომ მაკშაკოვი ქიმიკოსია, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა სარატოვის ოლქში, ორგანული ქიმიისა და ტენოლოგიების იმ ინსტიტუტის სიახლოვეს, სადაც პირველად განხორციელდა საბრძოლო მომწამლველ პრეპარატ “ნოვიჩოკის” სინთეზი.

ამჟამად მაკშაკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სპეცტექნიკის ცენტრის კრიმინალისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილეა მეცნიერების დარგში. სწორედ ამ უწყების საფარქვეშ მოქმედებდნენ სპეცაგენტები, რომლებსაც ნავალნის მეთვალყურეობა ევალებოდათ, - დარწმუნებულები არიან ერთობლივი გამოძიების შედეგების ამსახველი მოხსენების ავტორები.

რუსეთის ხელისუფლება კი როგორც თავად მოწამლვის მცდელობას, ისე მასთან თავის კავშირს კვლავინდებურად უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S