კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის ამერიკელმა მწარმოებელმა 400 ათასი დოზა Moderna გაანადგურა
18/12/2020 15:00:19 მსოფლიო
კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის ამერიკელმა მწარმოებელმა Moderna-მ ფილტრაციის პრობლემების გამო 400 ათასი დოზა პრეპარატი გაანადგურა, - იუწყება Bloomberg აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
საწარმოო შეფერხება წარმოების ფინალურ ეტაპზე შეიქმნა. დაბრაკული პარტია არ დაუფასოებიათ.
Moderna-ს წარმომადგენელმა უამბო Bloomberg-ს, რომ კომპანია კვლავინდებურად გეგმავს, აშშ-ისთვის დეკემბერში 20 მლნ დოზა ვაქცინა დაამზადოს, ხოლო მომავალი წლის პირველ კვარტალში – 85-100 მლნ. მწარმოებლის ინფორმაციით, პრეპარატის ეფექტურობა 94%-ს შეადგენს.
17 დეკემბერს აშშ-ის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლის სამმართველოს სპეცკომიტეტმა კოვიდ-ინფექციასთან საბრძოლველად ვაქცინა Moderna-ს გამოყენებას მხარი დაუჭირა.
14 დეკემბრიდან აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვაქცინა ამერიკული კორპორაცია Pfizer-ის მიერ გერმანულ BioNTech-თან თანამშრომლობით შეიქმნა. მისგან განსხვავებით, ვაქცინა Moderna არ მოითხოვს გადატანისას დაბალი ტემპერატურის პირობის დაცვას.
აშშ კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში 17,5 მილიონზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი. გარდაცვლილია 300 ათასზე მეტი პაციენტი.


