საბერძნეთში თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს
18/12/2020 13:34:20 მსოფლიო
საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, დაკავებული პირი საბერძნეთში, როდოსის კუნძულზე მდებარე თურქეთის საკონსულოში მუშაობდა და ის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე დაკითხვაზე იმყოფებოდა.
თურქეთის მოქალაქესთან ერთად საბერძნეთის მოქალაქეცაა დაკავებული.
დაკავებულებიდან ერთ-ერთს ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მდებარეობის ამსახველი ფოტოების თურქეთისთვის მიწოდება ედება ბრალად.
პროგნოზირებენ, რომ დაკავების აქტი თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.


