Accentnews.ge
საერთოშაროსო ტურნირებზე დასწრება მათ შორის პუტინს აუკრძალეს

საერთოშაროსო ტურნირებზე დასწრება მათ შორის პუტინს აუკრძალეს

18/12/2020 13:26:42 მსოფლიო

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, რუსი სპორტსმენები დიდ საერთაშორისო ტურნირებზე 2022 წლის 16 დეკემბრამდე ვერ შეძლებენ საკუთარი დროშის ქვეშ გამოსვლას. სანქციები შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატებს, აგრეთვეტოკიოს ოლიმპიადასა და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას.

საერთაშორისო სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მსხვილ საერთაშორისო ტურნირებზე დასწრების აკრძალვა რუსეთის ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანზე ვრცელდება: მინისტრებსა და მათ მოადგილეებზე, პრემიერ-მინისტრსა და მის მოადგილეებზე, სახელმწიფო დუმის დეპუტატებზე და ასევე, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციაზეც.

"გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი თანამდებობის პირებს შეჯიბრების მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერმინისტრი პირადად მიიწვევს, – წერს გამოცემა „გარდიანი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S