Accentnews.ge
ბაიდენი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დებორა ჰაალანდის წარდგენას გეგმავს

ბაიდენი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დებორა ჰაალანდის წარდგენას გეგმავს

18/12/2020 13:25:02 მსოფლიო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დებორა ჰაალანდის წარდგენას გეგმავს.

იგი ამჟამად ნიუ მექსიკოს შტატიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატია.

დებორა ჰაალანდი, რომელიც შინაგან საქმეთა დეპარტამენტს უხელმძღვანელებს, აბორიგენი ამერიკელების ტომის, „ლაგუნა პუებლოს“ წარმომადგენელია, რომელიც ამ თანმდებობაზე ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები მკვიდრი ხალხების პირველი შთამომავალი იქნება.

ნიუ მექსიკოს გუბერნატორმა, ტომ უდალმა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას „აბორიგენი თემებისთვის და ჩვენი ერისთვის წყალგამოყოფი მომენტი“ უწოდა.

მინისტრთა კაბინეტში წარდგენას თავად დებორა ჰაალანდი სოცლიალურ ქსელ, „ტვიტერში“ გამოეხმაურა. „დედაჩემის, პუებლოს ოჯახში გაზრდამ მკაცრი გამხადა. მე ვიქნები მკაცრი ჩვენი პლანეტისა და ყველა ჩვენი დაცული მიწისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და მზად ვარ სამსახურისთვის“, – ამბობს ჰაალანდი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S