Accentnews.ge
თურქეთმა სირიაში შვიდი სამხედრო პუნქტიდან ევაკუაცია განახორციელა

თურქეთმა სირიაში შვიდი სამხედრო პუნქტიდან ევაკუაცია განახორციელა

18/12/2020 11:44:04 მსოფლიო

თურქეთმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში შვიდი სამხედრო სადამკვირებლო პუნქტის ევაკუაცია განახორციელა.

როგორც „როიტერის“ წერს, თურქმა სამხედროებმა თურქეთისგან მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულების კონტროლირებულ ზონაში გადაინაცვლეს.

თურქული წყარო ამბობს, რომ ევაკუაცია არ ნიშნავს ჯარების გაყვანას ან რაოდენობის შემცირებას: ეს მხოლოდ ადგილმდებარეობის ცვლილება ხდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში 10 000-დან 15 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს შეყვანილი.

ცნობისთვის: თურქეთმა სირიაში რამდენიმე ათეული სამხედრო პუნქტი 2018 წლიდან შექმნა, როგორც რუსეთის, ირანის და თურქეთის მიერ მიღწეული შეთანხმების ნაწილი, რომელიც სირიის მთავრობას და ამბოხებულებს შორის საომარი მოქმედებების შეჩერებას ისახავს მიზნად.

თურქეთი სირიელ ამბოხებულებს უჭერს მხარს, რუსეთი და ირანი კი სირიის მთავრობას. თურქეთის რამდენიმე სამხედრო პუნქტს გასულ წელს სირიის სამთავრობო ძალებმა ალყა შემოარტყეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S