ფაშინიანი დსთ-ის სხდომას არ ესწრება
18/12/2020 10:57:34 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ონლაინ სხდომას არ ესწრება.
როგორც news.am-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, “ნიკოლ ფაშინიანი ესწრება საკუთარი მამის დაკრძალვას, ამიტომ ვერ მოახერხებს შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. შეხვედრას სომხური მხარის არც ერთი წარმომადგენელი არ დაესწრება.”
სხდომა 18 დეკემბერს ონლაინ რეჟიმში იმართება და მასში დსთ-ში შემავალი სახელმწიფოების ლიდერები მონაწილეობენ.
დსთ-ს სხდომაზე დაგეგმილია კორონავირუსის პანდემიის, რეგიონალური უსადრთხოების, ეკონომიკური კოოპერაციისა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა.


