მერიამ “ღიმილის უბანში” უნებართვო ნაგებობების მფლობელებს 2–დღიანი ვადა მისცა
18/12/2020 10:52:38 საზოგადოება
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა უნებართვო ერთბინიანი კერძო სახლების დაგეგმილი დემონტაჟის შესახებ განაცხადა.
სამსახურის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ “სამგორის რაიონში თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოვლინდა 7 უკანონოდ მშენებარე ნაგებობა, რომელიც დანგრევას ექვემდებარება.”
ინსპექციის სამსახურმა მოქალაქეებს 2-დღიანი ვადა მისცა, რათა თავადვე დაანგრიონ ნაგებობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაგებობების დემონტაჟს სახელმწიფო განახორციელებს.
ინსპექციის განმარტებით, საუბარია დაუსრულებელ შენობებზე, სადაც მოქალაქეები ჯერ შესახლებულები არ არიან.
ცნობისთვის: დემონტაჟის პროცესი 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაშიც განახორციელა.
იხილეთ ასევე: აფრიკის დასახლება: 8 წლის გიგის 20 დეკემბრიდან ქუჩაში დარჩენა ემუქრება


