ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი გუნია ზუგდიდში გადმოასვენეს
18/12/2020 09:46:03 საზოგადოება
55 წლის გია გუნია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაასვენეს. მისი ცხედარი ენგურთან, სოფელ ჭუბურხინჯში 13 დეკემბერს.
გარდაცვლილის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვენებისთვის ე.წ. საზღვრის გახსნის სპეციალური ნებართვა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გასცა.
„საღამოს 8 საათი იქნებოდა, როცა დაეჯახა ჩემ ძმას. ამის შემდეგ კიდევ მოუვიდათ ავარია, რაც რუსებმა ნახეს ვიდეოთვალით და გადასცეს რაციით პოლიციას. როცა დაიჭირეს, თვითონ აღიარეს, მანამდე ერთ კაცს დავეჯახეთ და მგონი, მოვკალითო“,– ყვება გარდაცვლილის ძმა გოდერძი გუნია.
გალის რაიონის მკვიდრის, 55 წლის გია გუნიას დევნილობაში მყოფი ოჯახის წევრები ზუგდიდში ცხოვრობენ. გარდაცვლილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ.


