კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირი ემსხვერპლა
18/12/2020 08:55:38 საზოგადოება
ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
ის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში 9 დღის წინ გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას გადიოდა და დღეს დილით გარდაიცვალა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, სასულიერო პირს ჰქონდა თანმხლები დაავადებები – დიაბეტი და გულზე სტენდირება ჰქონდა გაკეთებული.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, 2 244 პირი გამოჯანმრთელდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 204 003 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 171 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2002 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში 16 870 ტესტი ჩატარდა.


