Accentnews.ge
ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების სია განაახლა, რომლებზეც სამოგზაურო შეზღუდვებს ხსნის

ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების სია განაახლა, რომლებზეც სამოგზაურო შეზღუდვებს ხსნის

18/12/2020 06:28:33 მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების სია განაახლა, რომლებზეც სამოგზაურო შეზღუდვებს ხსნის. 16 დეკემბერს განახლებული სიის მიხედვით, შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა დარჩება საქართველოზე.

"ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ეტაპობრივად უნდა მოხსნას სამოგზაურო შეზღუდვები გარე საზღვრებზე შემდეგი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის: ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ახალი ზელანდია და რუანდა, ხოლო მერვე ქვეყნისთვის – ჩინეთისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებულია ურთიერთგების პრინციპის საფუძველზე", – წერს საბჭო.

განახლებულ ჩამონათვალში აღარ მოხვდა ურუგვაი.

ევროკავშირმა საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ოქტომბერში ამოიღო.

შეგახსენებთ, ე.წ უსაფრთხო ქვეყნების სიას ევროკავშირი ყოველ ორ კვირაში ანახლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S