მასშტაბური ოპერაცია ესპანეთში, დააკავეს რუსული მაფიის ათობით წევრი
18/12/2020 06:04:26 მსოფლიო
ესპანეთში რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას 23 ადამიანი დააკავეს.
ესპანეთის პოლიციის ცნობით, ოპერაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის მაფიის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური გამოძიებაა.
ჩხრეკა 18 მისამართზე ჩატარდა, მათ შორის ალიკანტეში, მადრიდში, ტარაგონასა და იბიცაზე. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 300 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული, ძვირფასეულობა. ასევე აღმოჩენილია კრიპტოვალუტა. დაყადაღდა ანგარიშები.
საქმის გამოძიება ევროპოლის მონაწილეობით მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური ჯგუფები ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ესპანეთის ტერიტორიას „ფულის გათეთრებისთვის“ იყენებდნენ.


