Accentnews.ge
კვლევა - ახალშობილებს, რომელთა დედებიც კოვიდ–ინფიცირებულები იყვნენ, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ

კვლევა - ახალშობილებს, რომელთა დედებიც კოვიდ–ინფიცირებულები იყვნენ, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ

18/12/2020 05:51:46 საზოგადოება

ახალშობილებს, რომელთა დედებიც კოვიდ–ინფიცირებულები იყვნენ, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ, – ამის შესახებ სინგაპურის „სამეანო და გინეკოლოგიური კვლევითი ქსელის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევაში 16 ორსული მონაწილეობდა, ცდის დასრულებამდე ხუთმა მათგანმა იმშობიარა და ხუთივეს შვილი ანტისხეულებით დაიბადა.

ანტისხეულების რაოდენობა ახალშობილებში სხვადასხვაგვარი იყო. იმ ჩვილებს, რომელთა დედებიც კორონავირუსით მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე დაინფიცირდნენ, უფრო მეტი ანტისხეულები ჰქონდათ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ იმის დასადგენად, მცირდება თუ არა ანტისხეულების რაოდენობა ჩვილის ზრდასთან ერთად, დამატებითი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S