"საქართველოში 31 კოვიდ–ინფიცირებული ბინაზე არის დაღუპული, 2 – სასტუმროში"
17/12/2020 20:11:19 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში 33 ადამიანია სულ გარდაცვლილი ჰოსპიტალს გარეთ.
"ამ 33 პირიდან 31 კოვიდ–ინფიცირებული ბინაზე არის დაღუპული, 2 – სასტუმროში იმიტომ, რომ ჩვენთან იყო ცოტა ჭარბი, მეტი პროცენტით ჰოსპიტალიზაცია ანუ ექიმები ვერ იღებდნენ პასუხისმგებლობას ბინაზე დატოვების და ახდენდნენ ისეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაციას, რომელსაც უცხოეთში დატოვებდნენ ბინაზე", – განაცხადა ცერცვაძემ.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 201 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 169 282 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1953 გარდაიცვალა.


