Accentnews.ge
"თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 9.1%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს"

"თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 9.1%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს"

17/12/2020 20:00:55 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩატარებული სეროპრევალენტური კვლევით დადგინდა, რომ თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 9.1%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს.

როგორც მან განაცხადა, კვლევა რამდენიმე დღის წინ დაასრულეს და შემთხვევითი პრინციპით დედაქალაქის 1 000 მოქალაქე გამოიკვლიეს.

"იქ მერე ათასი შესწორებებით, დაზუსტებით, კოეფიციენტებით, შეწონვის მეთოდი და ასე შემდეგ, ამას სპეციალისტები აკეთებენ, დადგინდა, რომ ქალაქის მოსახლეობის 9%-ზე ოდნავ მეტს გადატანილი აქვს კორონავირუსი", - განაცხადა ცერცვაძემ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 201 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 169 282 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1953 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S