პოლონეთში სამკვირიანი საყოველთაო კარანტინი ცხადდება
17/12/2020 19:53:12 მსოფლიო
პოლონეთში სამკვირიანი საყოველთაო კარანტინი ცხადდება.
ჯანდაცვის მინისტრ ადამ ნიედჟიელსკის ცნობით, 28 დეკემბრიდან 17 იანვრამდე ქვეყანაში დაიხურება სასტუმროები, სამთო-სათხილამურო კურორტები და სავაჭრო ცენტრები.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამით იმოქმედებს "კომენდანტის საათი".
ამასთან, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ გოვინმა განაცხადა, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ზლოტის ( დაახლოებით ცხრა მილიარდი ევრო) გამოიყოფა იგეგმება.
პოლონეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციისთვის ემზადებიან.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია კოვიდ–ინფიცირების 1 100 000–ზე მეტი შემთხვევა, დაავადებამ 24 345 პირი იმსხვერპლა.


