Accentnews.ge
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

17/12/2020 19:26:05 მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. „შავ სიას“ 36 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა.

სანქციები დაუწესდა მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებსა და დაშინებებზე, ასევე ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდამჭერ ცნობილ ბიზნესმენებსა და კომპანიებს.

სანქციები ითვალისწინებს სამოგზაურო და ფინანსურ შეზღუდვებს.

ევროკავშირის „შავ სიაში“ ბელარუსიდან ამჟამად 88 ფიზიკური და 7 იურიდიული პირია.

თავდაპირველად ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები 1 ოქტომბერს დააწესა. მოგვიანებით შეზღუდვები ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსაც დაუწესდა, რომლის წინააღმდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S