Accentnews.ge
სამართალდამცველებმა დააკავეს პირები, რომელებიც ქმნიდნენ და მოტყუებით გასცემდნენ აშშ-ის ყალბ ვიზას $8 600 დოლარის სანაცვლოდ

სამართალდამცველებმა დააკავეს პირები, რომელებიც ქმნიდნენ და მოტყუებით გასცემდნენ აშშ-ის ყალბ ვიზას $8 600 დოლარის სანაცვლოდ

17/12/2020 13:42:53 საზოგადოება

სამართალდამცველებმა დააკავეს პირები, რომელებიც ქმნიდნენ და მოტყუებით გასცემდნენ აშშ-ის ყალბ ვიზას $8 600 დოლარის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.

"აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ძალისხმევას საბუთების გაყალბების წინააღმდეგ და მიესალმება აღნიშნულ კრიმინალურ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებას.

გასულ კვირას აღნიშნულმა სამმართველომ დააკავა ყალბი დოკუმენტებით მოვაჭრე ორი პიროვნება, რომელიც ქმნიდა და მოტყუებით გასცემდა აშშ-ის ყალბ ვიზას $8,600 დოლარის სანაცვლოდ. ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S