Accentnews.ge
ფუკუიამა: “რუსეთი 2020-ში საქართველოსა და უკრაინის დესტაბილიზირებას განაგრძობდა”

ფუკუიამა: “რუსეთი 2020-ში საქართველოსა და უკრაინის დესტაბილიზირებას განაგრძობდა”

17/12/2020 13:01:28 მსოფლიო

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა და პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ მიმდინარე წლის შედეგები “The Wall Street Journal”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში შეაჯამა. ფუკუიამა წერს, რომ “მსოფლიოში დემოკრატიამ უკან დაიხია, მაგრამ აუცილებლად აიღებს რევანშს”.

მისი შეფასებით, მიმდინარე წელმა უმთავრესად ცუდი სიახლეები მოიტანა გლობალური დემოკრატიის მდგომარეობის კუთხით:

“გეოპოლიტიკურ დონეზე ორმა მსხილმა ავტორიტარულმა სახელმწიფომ – ჩინეთმა და რუსეთმა თავისი სიძლიერე გაიმყარეს და მთელს მსოფლიოში მხარს უჭერენ ანტიდემოკრატიულ ინიციატივებს. რუსეთი აგრძელებდა როგორც ახლომდებარე (უკრაინა, საქართველო), ისე მოშორებული (ევროპა და აშშ) დემოკრატიული ქვეყნების დესტაბილიზაციას და ამ მიზნით აქტიურად იყენებდა, მათ შორის, სოციალურ ქსელებს. მოსკოვი ეჭვმიტანილია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმებშიც და გადამწყვეტ მხარდაჭერას უწევს ბელორუს დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს. ყარაბაღის ომის შედეგად შეჩერებულ იქნა სომხეთის დემოკრატიული მოძრაობაც».

მიუხედავად ზემოთთქმულისა, ფუკუიამა დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ დემოკრატია მსოფლიოში რევანშის აღებას შეძლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S