პუტინი: ვაქცინაცია ჯერ არ გამივლია
17/12/2020 12:24:20 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯერ არ გაუვლია, მათ შორის – არც რუსული ვაქცინის გამოყენებით. მიზეზად მან ის გარემოება დაასახელა, რომ “კანონმორჩილი მოქალაქეა”.
«როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ის ვაქცინები, რომლებიც სადღეისოდ სამოქალაქო მიმოქცევაში ხვდება, გათვალისწინებულია გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებისთვის. ჩემი ასაკის ადამიანებამდე ჯერ ჯერი არ მიმდგარა» - განმარტა პუტინმა.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ვაქცინაციას “კანონით ვერ გაივლიდა – პუტინი ვერ იქნება მოხალისე, რადგან პრეზიდენტია”.
რაც შეეხება თავად რუსული ვაქცინების ეფექტურობას, როგორც პუტინი ირწმუნება, ეს ვაქცინები “უსაფრთხოადა ეფექტური”, ერთად ერთი პრობლემა კი, მისი თქმით, იმაში მდგომარეობს, რომ “რუსულ საწარმოებს მათი წარმოება არ შეუძლიათ”.
«ამ ვაქცინების საწარმოებლად საჭიროა შესაბამისი დანადგარები და სიმძლავრეები. თუმცა არაფერი გვიშლის ხელს, ვაწარმოოთ ამ ვაქცინების კომპონენტები უცხო ქვეყნების პლატფორმებზე. ეს რუსეთში მოსახლეობის ვაქცინაციას ხელს არანაირად არ შეუშლის, პირიქით, ხელს შეგვიწყობს, რადგან გარანტირებული იქნება ხარისხი» - განმარტა პუტინმა და დასძინა, რომ მომავალი წლის დასაწყისში რუსეთს “მილიონობით დოზა ვაქცინა ექნება”.


