Accentnews.ge
ზუგდიდის ჰოსპიტალში პაციენტი მე-4 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ზუგდიდის ჰოსპიტალში პაციენტი მე-4 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

17/12/2020 11:12:00 საზოგადოება

ზუგდიდის რეფერლურ ჰოსპიტალში პაციენტი საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა 16 დეკემბერს, ღამის საათებში მოხდა.

როგორც რადიო “ათინათს” საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა, პაციენტს თავის ტვინის კეროვანი ტრავმა ჰქონდა და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობდა. ორჟონიას თქმით, გარდაცვლილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მისი გაწერა იგეგმებოდა:

“მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო, იგეგმებოდა მისი გაწერა, თუმცა ღამის საათებში მოულოდნელად გადახტა და სამწუხაროდ ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. მკურნალობის პერიოდში პაციენტი იყო სტაბილური და რაიმე ფსიქიკური აშლილობის ეპიზოდები არ ქონია”, – აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი რადიო “ათინათთან“ საუბრისას.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S