ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა
17/12/2020 10:00:34 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელებდა.
გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი მომდევნო 7 დღის განმავლობაში იზოლაციაში იქნება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება სიმპტომების გამოვლენის გამო გადაწყვიტა.


