Accentnews.ge
თურქეთი აშშ–ს საპასუხო ზომებით ემუქრება

თურქეთი აშშ–ს საპასუხო ზომებით ემუქრება

17/12/2020 09:07:43 მსოფლიო

თურქეთი აშშ–ს საპასუხო ზომებით ემუქრება. შესაბამის განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.

"თურქეთი, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების მიუხედავად, რუსული S-400-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვას განაგრძობს. ამავდროულად, ანკარა გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს აშშ-ის მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციების შეფასების შემდეგ", – განაცხადა ჩავუშოღლუმ Kanal 24-თან ინტერვიუში.

მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ "სანქციები ანკარაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს".

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა თურქეთს რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S