Accentnews.ge
"საქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღო და მისი გამოყენება ორშაბათიდან დაიწყება"

"საქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღო და მისი გამოყენება ორშაბათიდან დაიწყება"

17/12/2020 08:01:33 საზოგადოება

"საქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღო და მისი გამოყენება ორშაბათიდან დაიწყება", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ ჩამოვიდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება. დღეს საქართველოში უკვე არის „რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 20 ნოემბერს ექიმებს ურჩია, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ რემდესივირი არ გამოიყენონ. მათი თქმით, პრეპარატი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

რემდესივირი ოქტომბერში აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად დაამტკიცა. ისინი დაეყრდნენ კვლევას, რომლის მიხედვითაც რემდესივირი გამოჯანმრთელების ვადის შემცირებას ეხმარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S