Accentnews.ge
იტალია და საფრანგეთი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას დეკემბრის ბოლო კვირიდან გეგმავენ

იტალია და საფრანგეთი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას დეკემბრის ბოლო კვირიდან გეგმავენ

17/12/2020 07:39:32 მსოფლიო

იტალია და საფრანგეთი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას დეკემბრის ბოლო კვირიდან გეგმავენ.

როგორც Reuters იუწყება, იტალიაში მოსახლეობას BioNTech /Pfizer-ის ვაქცინით აცრიან. პირველ ეტაპზე ქვეყანა 1,83 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის საჭირო დოზას უზრუნველყოფს.

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთშიც BioNTech /Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცებას ელოდებიან. საფრანგეთს ვაქცინის 200 მილიონი დოზა წინასწარ აქვს შეკვეთილი. ქვეყნის პრემიერ–მინისტრ ჟან კასტექსის​ თქმით, საფრანგეთი ვაქცინის 1 160 000 დოზას დეკემბრის ბოლოსთვის, ხოლო დამატებით 667 000 დოზას იანვრის დასაწყისისთვის მიიღებს. მოსახლეობისთვის ვაქცინის კიდევ 1.6 მილიონი დოზა თებერვალში იქნება ხელმისაწვდომი.

ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ხანდაზმულებსა და მედიცინის მუშაკებს აცრიან.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები "ევროპის მედიკამენტების სააგენტოს“ მიერ BioNTech /Pfizer-ის ​ვაქცინის გამოყენების თაობაზე ნებართვის გაცემას ელოდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას 23 დეკემბერს დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ როგორც საფრანგეთში კოვიდ–ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, ხოლო იტალიაში – 1 800 000–ს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S