ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება
17/12/2020 07:11:57 საზოგადოება
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ დედაქალაქზე მოდის. კერძოდ, მთავრობის მონაცემებით, საქართველოს რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 1 282 შემთხვევა,
აჭარა-228,
იმერეთი-489,
ქვემო ქართლი-229,
შიდა ქართლი- 160,
გურია-64,
სამეგრელო-ზემო სვანეთი-227,
კახეთი-145,
მცხეთა-მთიანეთი-87,
სამცხე-ჯავახეთი-55,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, მათგან 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 21 102 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი.


