საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 000–მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა
17/12/2020 07:01:16 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 001 ადამიანი, 31 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 201 368-ს შეადგენს. აქედან 169 282 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 953 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 859 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 170 PCR ტესტით.


