Accentnews.ge
ევროპარლამენტმა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი დაამტკიცა

17/12/2020 05:55:44 მსოფლიო

ევროპარლამენტმა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი დაამტკიცა. ევროპარლამენტის 548 წევრმა შვიდწლიან ბიუჯეტს მხარი დაუჭირა, 81 წინააღმდეგი იყო. ხმის მიცემისგან კი თავი 66-მა ევროპარლამენტარმა შეიკავა.

მრავალწლიანი ბიუჯეტი 1, 074 ტრილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 750 მილიარდი ევრო კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება.

"ეს არის ისტორიული ბიუჯეტი ისტორიული მომენტისთვის, რომელიც საფუძველს უყრის უფრო მწვანე და სამართლიან ევროპას", - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ.

ბიუჯეტი ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს, რის შემდგომაც ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S