Accentnews.ge
აფრიკის მცხოვრებლები და აქტივისტები მერიასთან აქციას მართავენ

აფრიკის მცხოვრებლები და აქტივისტები მერიასთან აქციას მართავენ

16/12/2020 14:40:38 საზოგადოება

ამ წუთებში თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლების მცხოვრებლები და სამოქალაქო აქტივისტები დასახლებაში დაწყებული დემონტაჟის პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები უნებართვოდ აშენებული ნაგებობების მოქალაქეებისთვის დაკანონებას, უკვე დანგრეული ნაგებობების მეპატრონეების ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფას და დასახლებაში ცხოვრებისთვის აუცილებელი კომუნიკაციების, გაზისა და წყლის გაყვანას მოითხოვენ.

მათ თბილისის მერ კახი კალაძესთან შეხვედრა სურთ. ადგილზე სამართალდამცავებიც არიან მობილიზებულები.

აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის გადაწყვეტილებით 15 დეკემბერს დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S