"აშშ–ის სანქციები თურქეთის სუვერენულ უფლებებზე თავდასხმაა"
16/12/2020 13:42:53 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, აშშ-ის ახალი სანქციების მიზანია, თურქეთის მიერ თავდაცვის ინდუსტრიაში მიღწეული პროგრესი დაბლოკოს და ქვეყანა კიდევ ერთხელ დამოკიდებული გახადოს.
მისივე თქმით, სანქციები თურქეთის სუვერენულ უფლებებზე თავდასხმაა.
„2017 წლიდან ეს სანქციები, CAATSA, თურქეთის გარდა არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ დაუწესებიათ. ეს ჩვენს ქვეყანას, NATO-ს წევრს, პირველად დაუწესეს. როგორი ალიანსია ეს? ეს გადაწყვეტილება არის ღიად მტრული თავდასხმა ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების წინააღმდეგ“, - განაცხადა ერდოღანმა.
აშშ–მა თურქეთს რუსეთის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა.


