Accentnews.ge
პირბადის ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება

პირბადის ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება

16/12/2020 13:29:34 საზოგადოება

პირბადის ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. კერძოდ, პანდემიის დროს როგორც დახურულ, ისე ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა პირის 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ აისახება, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველივე სხდომაზე წარედგინა.

ამჟამად მოქმედი კანონი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის წესის დარღვევაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S