Accentnews.ge
„სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებდა მუშაობას როგორც პანდემიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ისე თავისი ძირითადი მიმართულების  შესრულებაში“

„სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებდა მუშაობას როგორც პანდემიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ისე თავისი ძირითადი მიმართულების  შესრულებაში“

16/12/2020 09:06:20 საზოგადოება

„სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებდა მუშაობას როგორც პანდემიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ისე თავისი ძირითადი მიმართულების შესრულებაში“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"ამ კუთხით, ჩვენ არ გვქონდა შეფერხება იგივე ჩვენი ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის, ვეტერინარიის კუთხით. ვაქცინაცია გრძელდებოდა 2020 წელს, რაც ზრდის ქვეყნის კეთილსაიმედოობას და ეს პირდაპირ კავშირშია მათ შორის ჩვენს სავაჭრო უპირატესობებთან. ჩვენ გავაგრძელეთ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. იცით, ეს იყო რამდენიმე წლის წინ ისეთივე დიდი გამოწვევა, როგორც, ფაქტობრივად, დიდი ეპიდემია. ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული პერიოდები 2016-17-18 წლებში, რაც დავძლიეთ სამინისტრომ. დიდწილად მოვახერხეთ 2019 წელს პირველი შედეგების დადება და 2020 წელი განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო, ეს აისახა უკვე სავაჭრო მონაცემებზე. სწორედ ფაროსანას წინააღმდეგ 325 000 ჰექტარზე ფართობი მეტი დამუშავდა, მცენარეთა დაცვის მიმართულებით გრძელდებოდა მუშაობა სხვა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგაც და 102 000 ჰექტარი ფართობი დამუშავდა", – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 20 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა:

"სურსათის უვნებლობის მოთხოვნების და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს განხორციელდა: 19,912 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა; სხვადასხვა პარამეტრზე ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა) გამოვლინდა-2,246 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA- ს) ფარგლებში განსაზღვრული გეგმის მიხედვით, 2020 წელს განხორციელდა 23 ნორმატიული აქტის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან;ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების შეტანა ნებადართულია;2021 წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება შიდა ბაზარზე უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და აგროსასურსათო პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდა".

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია განახორციელა:

"ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის და ქვეყანაში კეთილსაიმედო მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით განხორციელდა: 4,110,505 ვეტერინარული მანიპულაცია (ვაქცინაცია, რევაქცინაცია, სერომონიტროინგი) მათ შორის ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებულ კარანტინის ზონებში;571,356 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია;799,017 სული პირუტყვის დამუშავება ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ ; 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება ცხოველთა დაავადებების მონიტორინგი და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დადგენილი დაავდებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია".

მის თქმით, მცენარეთა დაცვის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო მოსავლის შენარჩუნებას:

"სასოფლო-სამეურნეო კულტურების მცენარეთა მავნებლებისგან დაცვის და მოსავლის შენარჩუნების მიზნით: დასავლეთ საქართველოში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, 37 მუნიციპალიტეტში, დამუშავდა 325 700 ჰა-მდე ფართობი (თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიებით); დამონტაჟდა - 6000 მონიტორინგის სისტემა; „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური - 107 000 ფერომონი;ფართობები დამუშავდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მდელოს ფარვანას, ამერიკული თეთრი პეპელას, იტალიური კალიას და კოღოს საწინააღმდეგოდ, სულ - 102 790 ჰა ;პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა რეალიზაციის წესების 148 დარღვევა;2021 წელს გაგრძელდება აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები და მონიტორინგი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S